ზღვები

ზღვა — მსოფლიო ოკეანის ნაწილი, გამოყოფილი ხმელეთით ან შემაღლებული წყალქვეშა რელიეფით. მსოფლიო ოკეანისაგან აგრეთვე განსხვავდება ჰიდროლოგიურიმეტეოროლოგიური და კლიმატური რეჟიმით, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანესთან მიმართებაში მათ შემოსაზღვრულ მდებარეობასა და წყლის შენელებულ მიმოქცევასთან გაშლილ ნაწილთან შეზღუდული კავშირის გამო. ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის (მაგალითადეგეოსის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილია). ტერმინი "ზღვა" ხშირად გამოიყენება გაუმდინარე, დიდი, მლაშე ტბების (მაგალითადკასპიის ზღვაარალის ზღვა) და ხელოვნური წყალსაცავების (მაგალითადთბილისის ზღვა) სახელწოდებებში.
ამასთან, ზღვებს ყოფენ მათი ფლორისა და ფაუნის შესაბამისად. ზღვის ფაუნისთვის დამახასიათებელია ენდემურობა.
სხვადასხვა ავტორებთან, კერძოდბიბლიაში, ზღვად შეიძლება იწოდოს წყლის ნებისმიერი დიდი სივრცე (მდინარეებიტბებიყურეები); მაგალითად, ეგვიპტის ზღვაესაია წინასწარმეტყველის წიგნი, 11.15 ) ბიბლიაში, სხვადასხვა მოსაზრებით, აღნიშნავს ან მდინარე ნილოსს, ან წითელი ზღვის ნაწილს. გარდა ამისა, ამ წიგნში ზღვად იწოდება მდინარე ევფრატიც. ზღვად წოდებული ობიექტები არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე; მაგ., სამხრეთის ზღვა არსებობს მარსსა და მთვარეზე (მთვარეზე ზღვად იწოდება (ვიზუალურად) ამ პლანეტისდისკოზე არსებული მუქი ლაქა). 



1 comment: