Tuesday, June 11, 2013

ოკეანეები

ოკეანეები და ზღვები

http://www.youtube.com/watch?v=dB-L388Alcg


წყნარი ოკეანე

წყნარი ოკეანე (ლათ. Mare Pacificum, „მშვიდი ზღვა“, დაარქვა პორტუგალიელმა მკვლევარმა ფერნანდო მაგელანმა) არის მსოფლიოს უდიდიესი წყლის რეზერვუარი. ის მოიცავს დედამიწის ზედაპირის მესამედს, საერთო ფართობით 179,7 მილიონი კმ²; ოკეანეში დაახლოებით 25.000 კუნძულია, რომელთა უმრავლესობა ეკვატორის სამხრეთით მდებარეობს. ოკეანის ფსკერი დასავლეთით უფრო, ღრმაა ვიდრე აღმოსავლეთით. მისი ყველაზე ღრმა ადგილის – მარიანის ღრმულის სიღრმე 11022 მეტრია.
მთელ წყნარ ოკეანეში გაფანტულია ვულკანური წარმოშობის კუნძულები. ზოგიერთ ასეთ კუნძულს გარშემო მარჯნები შემოეზარდა, რის შემდეგაც კუნძულები ზღვაში გაუჩინარდა, მათ ადგილას კი რკალი – მარჯნის რიფები დარჩა. ოკეანეს გარს ერტყმის აქტური ვულკანების ჯაჭვი, რომელსაც „ცეცხლოვან რკალს“ უწოდებენ. წყნარი ოკეანის რეგიონი ხასიათდება ტროპიკული შტორმებით – ტაიფუნებით, რომელიც ხასიათდება მიქცევა-მოქცევის ტალღებით, რაც ვულკანების ამოფრქვევისა და წყალქვეშა მიწისძვრების შედეგია.
წყნარი ოკეანის ხალხებს საკუთარი მოხმარებისთვის უმთავრესად მოჰყავთ საკვები მცენარეები. თუმცა, ზოგიერთ კუნძულზე აქვთ ისეთი საექსპორტო კულტურებიც, როგორებიიცაა, ქოქოსის კაკალი და ზეთის პალმა. ბევრი პატარა კუნძულისთვის თევზჭერა უცხოური ვალუტის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. მძლავრი თევზსაჭერი საწარმოები მცირეა. ისინი იძულებული არიან კონკურენცია გაუწიონ იაპონიისა და რუსეთის ფედერაციის მსხვილ თევზსაჭერ ფლოტებს. პალმებიანი პლაჟების, მარჯნის რიფებისა და მზიანი კლიმატის წყალობით, წყნარი ოკეანის კუნძულები ტურისტებს ძალიან იზიდავს.


ატლანტის ოკეანე 

ატლანტის ოკეანე დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და „ატლასის ზღვას“ ნიშნავს.
ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. წყნარ ოკეანეს უკავშირდება არქტიკის ოკეანით ჩრდილოეთში და დრეიკის სრუტითსამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია პანამის არხით. აღმოსავლეთით ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზებიგრენლანდიასა და ჩრდილოდასავლეთ ისლანდიას შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და შპიცბერგენის უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ ნორვეგიას შორის.
ფარავს დედამიწის ზედაპრის დაახ. 20% ატლანტის ოკეანე სიდიდით ჩამორჩება წყნარ ოკეანეს. მიმდებარე ზღვების ჩათვლით მისი ფართობია 106.400.000 კვ. კმ; ზღვების გამოკლებით — 82.400.000 კვ. კმ. ხმელეთის ფართობი, რომლის მდენარეები ატლანტიკაში ჩაედინება ოთხჯერ აღემატება წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისას. ოკეანის მოცულობა ზღვებითურთ არის 354.700.000 კუბ. კმ., ზღვების გამოკლებით - 323.600.000 კუბ. კმ.
ატლანტის საშუალო სიღრმე ზღვებითურთ 3.332 მეტრია; ზღვების გარეშე — 3.926 მ. ყველაზე ღრმა 8.605 მეტრით პუერტო რიკოს ღრმულია. ატლანტის სიგანე მერყეობს 2.848 კმ-ით ბრაზილიასა და ლიბერიას შორის 4.830 კმ-მდე აშშ-სა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის.
ატლანტის ოკეანეს უსწორმასწორო სანაპირო აქვს უამრავი ყურით, უბითა და ზღვით. მათ შორისაა კარიბის ზღვა, მექსიკის ყურე, წმინდა ლავრენტის ყურე, ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, ლაბრადორის ზღვა, ბალტიის ზღვა, ნორვეგიის ზღვა, გრენლანდიის ზღვადა ა.შ. ოკეანის კუნძულებია: ფაროს კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, როკალი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ფერნანდუ-დი-ნორონია,აზორის კუნძულები, მადეირა, კანარის კუნძულები, კაბო-ვერდეს კუნძულები, სან-ტომე და პრინსიპის კუნძულები, ნიუფაუნდლენდი,ბერმუდის კუნძულები, კარიბის კუნძულები, წმინდა ელენეს კუნძული, ტრინიდადი და ტობაგო, ტრისტან და კუნია, ფოლკლენდის კუნძულები,სამხრეთ ჯორჯიის კუნძული და სხვა.


ინდოეთის ოკეანე

ინდოეთის ოკეანე სიდიდით მესამე წყლის აუზია მსოფლიოში და დედამიწის ზედაპირის დაახლ. 20%-ს ფარავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აზიას (ინდოეთის სუბკონტინენტს); დასავლეთით არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას; აღმოსავლეთით მცირე აზიის ნახევარკუნძულსინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიას; სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანესატლანტის ოკეანისგან 20° აღმოსავლეთის მერიდიანი ჰყოფს, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით მიემართება, ხოლო წყნარი ოკეანისგან 147° აღმოსავლეთის მერიდიანი. ინდოეთის ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი 
სპარსეთის ყურეშიდაახ. 30° ჩრდილოეთის განედზე იმყოფება.

ინდოეთის ოკეანე თითქმის 10.000 კმ-ია სიგანეში აფრიკის სამხრეთ წერტილსა და ავსტრალიას შორის; მისი ფართობია 73.556.000 კმ², წითელი ზღვისა და სპარსეთის ყურის ჩათვლით. ოკეანის მოცულობა გამოთვლით 292,131,000 კმ³ უნდა იყოს. კუნძულები ძირითადად გარშემო მდებარე კონტინენტების სიახლოვესაა. ოკეანის კუნძული-ქვეყნებია: მადაგასკარი (მსოფლიოს სიდიდით მეოთხე კუნძული), კომორის კუნძულებისეიშელის კუნძულებიმალდივის კუნძულებიმავრიკი და შრი-ლანკაინდონეზია ოკეანეს ესაზღვრება. ოკეანის როგორც სატრანზიტო გზის მნიშვნელობამ ის მრავალი კონფლიქტის მომსწრე გახადა. მისი სიდიდის გამო ვერცერთმა ქვეყანამ მასზე ერთპიროვნული კონტროლი ვერ მოახდინა მე-19 საუკუნემდე, როცა დიდი ბრიტანეთი გახდა თითქმის მთელი მოსაზღვრე მიწების განმგებელი.



ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე


ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე აგრეთვე არქტიკის ოკეანე, მდებარეობს ძირითადად ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში, მსოფლიოს ხუთი ოკეანიდან კი უმცირესია სიდიდითა და სიღრმით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია მას ოკეანედ სცნობს, ოკეანოგრაფები მასარქტიკის ხმელთაშუა ზღვას ან შემოკლებით არქტიკის ზღვას უწოდებენ და ატლანტის ერთ-ერთ ხმელთაშუა ზღვად განიხილავენ. ოკეანის ზედაპირის უდიდესი ნაწილი ყინულითაა დაფარული წლის ყველაზე ცივ თვეებში ან მთელი წლის განმავლობაში.

ჩრდილოეთი პოლუსი/ჩრდილოეთი გეოგრაფიული პოლუსი.. წერტილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელშიც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. დედამიწის ზედაპირის სხვა ნებისმიერი წერტილი ჩრდილოეთ პოლუსის მიმართ ყოველთვის სამხრეთის მიმართულებისაა. ჩრდილოეთ პოლუსი მდებარეობს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წყლის სიღრმე 4 ათ. მეტრს აღემატება. ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში წყლის ზედაპირი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია სქელი მრავალწლიანი მოდრეიფე პაკის ყინულით. უახლოესი ხმელეთის მონაკვეთი, რომელიც ეკვრის ჩრდილოეთ პოლუსს არის ან კაფეკლუბენი ან კუნძული ATOW1996. ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია ალერტი კუნძულ ელსმირზე (ნუნავუტი, კანადა), რომელიც პოლუსიდან დაშორებულია 817 კილომეტრით.
1958 წელს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ნაუტილუსმა დააფიქსირა სიღრმე 4087 მ. 2007 წელს რუსული ბათისკაფით განისაზღვრა ჩრდილოეთი პოლუსის წყლის ახალი სიღრმე — 4261 მ.

სამხრეთის ოკეანე

სამხრეთის ოკეანე (ასევე ანტარქტიკის ოკეანე) წყლის აუზია, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს. ის მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ოკეანეა, მისი საზღვრები ყველაზე გვიან განისაზღვრა და ოკეანედ მსოფლიო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (მჰო) მიერ ოფიციალურად მხოლოდ 2000 წელს იქნა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაური-მკვლევარები მას დიდი ხანია ამ სახელით მოიხსენიებენ. (მიუხედავად თავად ტერმინის "ოკეანე" –ს მნიშვნელობისა რომელიც აღნიშნავს კონტინენტთაშორიო წყლის მასივს. ხოლო სამხრეთის ოკეანეს მხოლოდ სამხრეთ ამერიკასთან აქვს სრუტე, წყნარი და ატლანტის ოკეანეებისგან გამოყოფილია წარმოსახვითი მე-60 პარალელის სამხრეთით მდებარე ნაწილია.
გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ოკეანოგრაფების მიერ ოკეანის დინებათა მნიშვნელობის ბოლო დროინდელმა აღმოჩენებმა. სხვა წყაროები, მათ შორის აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების საზღვრებს დღემდე ანტარქტიკამდე მიიჩნევენ. ფართობი — 20327000 კმ². ყველაზე ღრმა ადგილი სამხრეთ სანდვიჩის ღრმული — 7235 მ.